logo
ENG



ზელენსკი: სამწუხაროდ, ევროპა აღარაა მშვიდობის კონტინენტი

07 ივნ 202417:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/x2t79fuzcji2vqt.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ევროპაში ფაშიზმის დაბრუნების საფრთხეებზე ისაუბრა. მისი გამოსვლა ეხმიანება ნორმანდიაში მოკავშირეების ჯარების გადასხმის 80 წლის იუბილეს, რამაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის დამარცხებას დაუდო საფუძველი.

"სამწუხაროდ, ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც ევროპა აღარაა მშვიდობის კონტინენტი. და ამავე დროს, როდესაც ნაციზმი, სამწუხაროდ, ბრუნდება", - განაცხადა ზელენსკიმ პარიზში.

უკრაინის ლიდერი D-Day-ს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საფრანგეთში მსოფლიო ლიდერებს შეუერთდა. პარასკევს კი იგი საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

"ევროპაში კიდევ ერთხელ მთლიანად ნადგურდება ქალაქები და იწვება სოფლები. ევროპაში ისევ ჩნდება ფილტრაციისა და დეპორტაციის ბანაკები, ასევე სიძულვილი, რომელიც ახალ რუსულ კულტად იქცა", - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს.


close დახურვა