logo
ENG



ზელენსკი: სამხედრო ხელმძღვანელობას პერსონალის რეზერვების შექმნა დაევალა

23 იან 202300:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/23/8ofq8y1kzt5nx3y.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობას პერსონალის რეზერვების შექმნა დაევალა.

"სამხედრო ხელმძღვანელობას პერსონალის რეზერვების შექმნა დაევალა, რათა დამცველებს საომარი მოქმედებების შემდეგ გამოჯანმრთელების შესაძლებლობა ჰქონდეთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ სამობილიზაციო პროცესების დეტალებს ვერ ასაჯაროვებს, თუმცა უმაღლესი სარდლობის შტაბმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. მისი თქმით, სამხედრო მეთაურები რეგიონებში მათ განხორციელებაზე მუშაობენ.

"უკრაინის არმიის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი პერსონალია, რომელიც დაცული უნდა იყოს. ადამიანები არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა