logo
ENG



ზელენსკი: სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინასთან ომში

07 ივნ 202223:34
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინასთან ომში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს და უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობებზე საუბრის გამო გააკრიტიკა.

"ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება უკრაინის ზურგს მიღმა იმართებოდეს მოლაპარაკებები. როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია", - ამბობს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, დასავლელ მოკავშირეებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დასავლელ ლიდერებს შეუძლიათ, უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ მას, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ კიევის პარტნიორებმა უნდა შექმნან უნდა შექმნან გარკვეული წინაპირობები მშვიდობის დასამყარებლად.


close დახურვა