logo
ENG



ზელენსკი: სექტემბერში 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გათავისუფლდა

24 სექ 202211:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/24/5h4ounv7m38liq1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბერში უკრაინელმა დამცველებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.

"სექტემბერში, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აქტიური მოქმედებების დაწყებიდან, 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ეს დახმარება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს რუსეთის მობილიზაციას ნებისმიერი საშუალებით დაემალონ, მოერიდონ გაწვევებს და სცადონ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე გამგზავრება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ" ნაბიჯად მოიხსენია. რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.


close დახურვა