logo
ENG



ზელენსკი: სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი უკრაინის EU-ში გაწევრიანება იქნება

21 ნოე 202313:01
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

"10 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ეტაპი. უკრაინელები შეუდგნენ პირველ კონტრშეტევას უკანონობის, ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის და მორჩილების წინააღმდეგ. 20 წლის წინ იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ კი ამბიციურ მიზნად იქცა. დღეს კი რეალობაა და შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და სავალდებულო ნაბიჯების დასრულების შეჩერება.

კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.


close დახურვა