logo
ENG



ზელენსკი: ტრამპმა უკრაინისთვის განკუთვნილი 20,000 რაკეტა ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა

08 ივნ 202520:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/08/ltnvelu18giln4e.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის განკუთვნილი 20,000 ერთეული დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში გადაუმისამართა. ამის შესახებ მან ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 8 ივნისს განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდ იმედებს ამყარებდა აღნიშნულ რაკეტებზე რუსეთის დრონული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოსკოვი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონებს. 1 ივნისს, ერთ ღამეში, რუსეთმა 472 დრონი გამოუშვა — ეს რეკორდული მაჩვენებელია.

„ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს შაჰედებთან… ყველაფერს ვიპოვით, რაც მათ გასანადგურებლად დაგვჭირდება,“ — განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ სწორედ ამ პროექტზე ვიყავით დამოკიდებული — 20,000 რაკეტა. ისინი ძვირი არ ღირს, მაგრამ სპეციფიკური ტექნოლოგიაა.“

ზელენსკის თქმით, აღნიშნული გეგმა თავდაპირველად შეთანხმებული იყო მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მისი განხორციელება უკვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო.


close დახურვა