უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ძალიან მალე მთავარი ბრძოლები დაიწყება.
ზელენსკის თქმით, უკრაინა უნდა განთავისუფლდეს.
"უკვე მალე მთავარი ბრძოლები დაიწყება, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები და ჩვენი ხალხი რუსული მონობისგან. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო საზღვრის სრული ხაზი - როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სასაზღვრო ჯარების გმირობა, საიმედოობა და სტაბილურობა ძლიერ დაეხმარება უკრაინას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ გზაზე", - თქვა ზელენსკიმ.