უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.
ამის შესახებ მან დასავლელ პარტნიორებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
"უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე [გამოვიყენებთ]. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია", - აღნიშნა მან.
გუშინ, რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები იმყოფებოდნენ.