logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს

17 ოქტ 202218:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/3xj4diyqq0zht79.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს. 

"როგორც ჩანს, ამჟამინდელი მტერი თავის ბოროტებაში აერთიანებს ყველა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინა მტერს. თავხედურად მოქმედებს - კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ურტყამს საცხოვრებელ კორპუსებს, ინფრასტრუქტურას. დღეს, კიევში საცხოვრებელ კორპუსზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, უკვე 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც შვილს ელოდებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ტერორმა უნდა წააგოს და წააგებს, უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს - მეთაურებიდან დაწყებული, კერძო პირებით დამთავრებული, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.


close დახურვა