logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა ცეცხლის ქვეშაა, ოკუპანტები აგრძელებენ მოქალაქეების დატერორებას

18 ოქტ 202210:57
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინა ცეცხლის ქვეშაა, ოკუპანტები აგრძელებენ მოქალაქეების დატერორებას

უკრაინა ოკუპანტების მიერ ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის გაკეთებას, რაც საუკეთესოდ გამოსდით - მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორება და დახოცვა. მიკოლაივში მტერმა C-300 ტიპის რაკეტებით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც. მაინტერესებს, რის წინააღმდეგ იბრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ მშვიდობიან ობიექტებზე? ტერორისტული სახელმწიფო ამ ქმედებებით თავისთვის არაფერს შეცვლის. მხოლოდ დაადასტურებს თავის დესტრუქციულ და მკვლელ არსს, რომლისთვისაც აუცილებლად დაეკისრება პასუხისმგებლობა.


close დახურვა