უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში, რუსული აეროდრომების დასაბომბად სჭირდება.
ამასთან, ზელენსკი განმარტავს, რომ ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ აქედან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს.
"რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ", - აღნიშნა მან.