უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის რუსეთთან გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს გამარჯვებულთა კავშირია და მას მორალური უპირატესობა აქვს. იმისთვის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ალიანსის ყველა წევრმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ ყურება შეწყვიტოს.
უკრაინის რუსეთთან გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ყველა რუსმა მკვლელმა და ტერორისტმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო.