logo
ENG



ზელენსკი: უკრაინის კონტრშეტევის წარმატება დამოკიდებულია დასავლური იარაღის მიწოდების დროზე

29 აპრ 202314:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/1nzdwus83uzqocq.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის წარმატება დამოკიდებულია დასავლური იარაღის მიწოდების დროზე.

"უკრაინის კონტრშეტევის წარმატება დამოკიდებულია დასავლური იარაღის მიწოდების მოცულობასა და დროზე. ომი, შესაძლოა, წლების და ათწლეულების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.

სხვა ქვეყნებისთვის ახლა უფრო იაფია უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე მესამე მსოფლიო ომის რისკების გაზრდა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურად ემზადებიან დიდი კონტრშეტევისთვის. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი კონტრშეტევა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ყირიმის დეოკუპაციის გეგმებსაც მოიცავს.


close დახურვა