უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერას პარტნიორების მიერ შეუძლია მსოფლიოს გლობალური შიმშილი თავიდან ააცილოს.
"სულ უფრო მეტი სახელმწიფო იაზრებს, რომ რუსეთმა დაბლოკა ჩვენთვის შავი ზღვა და ამ ომის გაგრძელებით, აყენებს ათობით სხვა ქვეყანას მსოფლიო კრიზისის წინაშე სასურსათო ბაზარზე და შიმშილის წინაშეც კი. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ჩვენი ანტისაომარი კოალიციისთვის უფრო მტკიცედ ვიმოქმედოთ. ახლა უკრაინის მხარდაჭერა, პირველ რიგში იარაღით, ნიშნავს მუშაობას გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად", - ამბობს ზელენსკი.