ფრონტის ხაზზე ბახმუტს, კრემენაიას და დონბასის სხვა რეგიონებში ვითარება, ახლა მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს. სიტუაცია იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია იმისთვის, რომ ცოტაოდენი წინსვლა მაინც შეძლონ. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და პოულობენ შესაძლებლობას, მძიმე დანაკარგების გარეშე განდევნონ ოკუპანტები. მინდა, მადლობა გადავუხადო ენერგეტიკული კომპანიების ყველა თანამშრომელს იმისთვის, რომ შობის დღესასწაულზე შესაძლებელი გახდა ხალხისთვის მეტი ენერგიის მიცემა. რა თქმა უნდა, დეფიციტი რჩება. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგია დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს არ აქვს.
ზელენსკი: უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგია დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს არ აქვს
27 დეკ 202212:21
3 წუთის საკითხავი