logo
ENG



ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსებზე 5-ჯერ ნაკლები დანაკარგები აქვს

23 თებ 202417:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/ctc4eeijj0ynyq9.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსებზე 5-ჯერ ნაკლები დანაკარგები აქვს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სჭირდება. ჟურნალისტს ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში შეხვდა.

"გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი და თუ გავიაზრებთ ამ ფასს, თუ მსოფლიო მზადაა ამისთვის, თქვენ ამას ნახავთ. ეს იქნება ტრაგედია ყველასთვის, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამარტო უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

ნახავთ, რომ პუტინი არასდროს გაჩერდება. ის წავა აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან მას ეს სურს. ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე კონგრესმენებთან. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. ეს ყველას ესმის. 300 კილომეტრზე მოქმედი ATACMS - ეს ძალიან დაგვეხმარებოდა", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა