logo
ENG



ზელენსკი: უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა რუსეთისთვის ომში დამარცხებას ნიშნავს

16 ივნ 202309:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/sszrtds526t7jrt.png

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევა, რუსეთისთვის ომში დამარცხებად იქცევა. ეს განცხადება ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელობა უკიდურესად დიდია.

"ჩვენი გმირული ხალხი, ჩვენი ჯარები ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი წინააღმდეგობის წინაშე დგანან, რადგან რუსეთისთვის უკრაინასთან ამ კამპანიის წაგება - მე ვიტყოდი, რეალურად ნიშნავს ომის წაგებას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ სამხედროებთან მუდმივად კონტაქტშია - სიახლეები ფრონტიდან არის "ზოგადად დადებითი, მაგრამ ძალიან რთული".

NBC News წერს, რომ ზელენსკის ინტერვიუ კონტრშეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შედგა. ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის კონტექსტში, არამედ პარტნიორების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.


close დახურვა