logo
ENG



ზელენსკი: უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება გაათავისუფლა

03 ოქტ 202202:01
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარმა ხერსონის რეგიონში ორი დასახლება გაათავისუფლა.

პრეზიდენტმა უკრაინის სამხედროებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების წარმატება მხოლოდ ლიმანის გათავისუფლებით არ შემოიფარგლება.

უკრაინამ ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაიბრუნა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.

რუსეთი ლიმანს იყენებდა, როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.

უკრაინის ჯარი აცხადებს, რომ ლიმანის დაკავება კიევს მისცემს შესაძლებლობას, ლუჰანსკის რეგიონში დაწინაურდეს. ლუჰანსკის სრულად დაკავება მოსკოვმა ივლისის დასაწყისში, რამდენიმე წარმატების შემდეგ გამოაცხადა. 


close დახურვა