logo
ENG



ზელენსკი: ყველა ევროპელს სჭირდება EU - უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს მოსახლეობას

11 ივნ 202417:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/s6xatieojtcp94c.jpg

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობაც ახსენა.

მან როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად, რომელსაც პუტინის რუსეთი ანადგურებს ყველგან, სადაც ფეხს დადგამს. ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ. [...]

როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია, რომ ყველა ევროპელს, გამონაკლისის გარეშე, სჭირდება ევროკავშირი. თითოეულ ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და რომელსაც სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთ ერს ეკუთვნიან. ასეთივე არიან ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, მოსახლეობა საქართველოში და ბალკანეთის სახელმწიფოები, სხვებიც, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, დადგება ბელარუსის თავისუფლების დროც - ბელარუსის ევროპაში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) მიმდინარეობს. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.


close დახურვა