უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე რთულ პერიოდში გერმანია უკრაინის ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირე აღმოჩნდა.
"უკრაინის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში გერმანია აღმოჩნდა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირე, რომელიც მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში. ერთად გავიმარჯვებთ და ევროპაში მშვიდობას დავაბრუნებთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ პირადად გადაუხადა მადლობა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მხარდაჭერისთვის.
ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს გერმანიაში მისი პირველი ვიზიტია. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა, სადაც რომის პაპს, იტალიის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდა.