logo
ENG



ზელენსკი: ყველაზე ცხელი წერტილები ჩასივ იარი და დონეცკის ოლქის სხვა საკვანძო მონაკვეთებია

22 აპრ 202410:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/bjatzjig6qlx751.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე ცხელი წერტილები ახლა ჩასივ იარი და დონეცკის ოლქის სხვა საკვანძო მონაკვეთებია. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"დრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რეალურ შედეგებს შორის მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. დახმარება ნადმვილად საჭიროა ფრონტზე სიტუაციის შესაცვლელად.

ყველაზე ცხელი წერტილები ახლა ჩასივ იარი და დონეცკის რეგიონის სხვა საკვანძო მონაკვეთებია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევის მცდელობებს არ წყვეტენ", - აცხადებს ზელენსკი.

გუშინ, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკივში, სადაც რუსული ძალების მხრიდან მოიერიშე დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ოდესაში დაბომბვისას საწყობები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა დაზიანდა. ქალაქის თავზე უკრაინის საჰაერო ძალებმა 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.


close დახურვა