logo
ENG



ზელენსკი: შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის დემონტაჟი საქართველოს მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება

17 ნოე 202312:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/waawk9omnu5bklm.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საერთაშორისო წესრიგის დაცვასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს კონტექსტში.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს შავი ზღვა გამოიყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, მათ შორის შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება.

"რუსეთმა გამოიყენა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს. [შავი ზღვა გამოიყენა] ომისა და ქაოსის გაღვივებაში ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ...

მადლიერი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოში. მადლიერი ვარ ჩვენი მეზობლების რეგიონში - თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვის - იმისთვის, რომ თქვენ ხართ გლობალური უსაფრთხოების მხარეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, მათ შორის შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და კავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მეტ გარანტიას შექმნის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა