logo
ENG



ზელენსკი: შემდეგი კვირა შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული

28 ნოე 202200:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/gp7276njm9fm33d.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან და შემდეგი კვირა შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული.

"ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ, ეს დანამდვილებით ვიცით. და სანამ რაკეტები ექნებათ, არ დამშვიდდებიან...

შემდეგი კვირა შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი ჩვენი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვმუშაობთ ყველა სცენარზე, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, გაითვალისწინონ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებები და ასევე, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ სხვებს. მისი თქმით, ფრონტზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა