logo
ENG



ზელენსკი: შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს

10 ივლ 202308:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/bqryh09fubslcrn.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს, რომელსაც მხარს ბევრი ადამიანი დაუჭერს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"არის სიგნალი, რომ შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს", - აცხადებს ზელენსკი.

ABC-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის აჯანყება შეაფასა. ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს არ იცის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა. მისი თქმით, პუტინს ქვეყნის შიგნით არ გააჩნია სამხედრო ძალა და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა