logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი არ არის

19 სექ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/wjcwp67lcd8qor4.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი არ საუბრობს იმაზე, რაც მათი არ არის.

"იზიუმი, ბალაკლეა, კუპიანსკი და ზოგადად ხარკივის რეგიონი არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ახლა ეს სიტყვები ისმის. ყველგან ისმის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი, ჰორლივკა, ლუჰანსკი, ძანკოი, ევპატორია, იალტა - სწორედ ის დასახლებებია, რომელთაც უკრაინელები მალე გაათავისუფლებენ.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი არ არის. მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები ჟღერს. ყოველ დილით, ყოველ შუადღეს, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე.

ისინი ჟღერს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ტერიტორიული თავდაცვის, მესაზღვრეების და სამინისტროს მთელი სისტემის წყალობით," - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა