logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც სამართლიანად ჩვენია

15 ოქტ 202210:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/h443ohlbuq69puh.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები დაიბრუნებენ ყველაფერს, რაც სამართლიანად მათი საკუთრებაა.

"გავიდა ეს დღე -14 ოქტომბერი, ჩვენი დღესასწაული. უკრაინის ყველა დამცველის დღესასწაული, კაზაკების დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს სამხედროებს, ჯარისკაცებს მიულოცა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს დღე ბრძოლასა და უკრაინის დაცვაში გაატარა.

და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩუმად, გულშიც კი, მაგრამ მთელ ქვეყანასთან ერთად აღნიშნა უკრაინის დამცველთა დღე რუსეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უკრაინა ყველას ახსოვს. არავის და არაფერს უკრაინულს არ დავუტოვებთ მტერს. მოდით, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენიანი. ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც სამართლიანად ჩვენია," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.


close დახურვა