logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან

11 ნოე 202212:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/v5uj1r7k4qg2gru.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები მზად არიან ისაუბრონ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან.

"მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან. ის, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის. ვინც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან.

და ჯერჯერობით მე არ მსმენია ასეთი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან - არც პუტინისგან და არც სხვისგან", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ის მოითხოვს უკრაინის ყველა ტერიტორიის დაბრუნებას, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას სამართლიანობის აღდგენის მიზნით.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა