უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - წინ და გამარჯვებისკენ.
"ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას.
ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ," - თქვა ზელენსკიმ.
დღეს პრეზიდენტი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, სადაც საზეიმო ვითარებაში, საკრებულოს თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა. ამასთან, ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მიწების გათავისუფლებისთვის.