logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი ამოცანაა, ზამთარში მტერს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება არ მივცეთ

09 დეკ 202316:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/7ge7zlmxcijwpzm.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელების ერთ-ერთი ამოცანაა, ზამთარში რუსეთს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება არ მისცეს.

"ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა, ახლაც და ზამთარშიც, რაც არ უნდა რთული იყოს, მტერს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება არ მივცეთ. მათ გაძლიერების საშუალება არ უნდა მივცეთ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ქმედებებიც სწორედ ამას უზრუნველყოფს - ჩვენს შესაძლებლობას, გადავდგათ საკუთარი ნაბიჯები. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს გამბედაობისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა