logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ EU-ის შეზღუდვები მოიხსნა

16 სექ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ ევროკავშირის შეზღუდვები მოიხსნა.

"ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ ევროკავშირის შეზღუდვები მოიხსნა. ახლა მნიშვნელოვანია, ევროპული ერთიანობის ორმხრივ დონეზე მუშაობაც, რომ მეზობლებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის დროს.

ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც შეთანხმებები მუშაობს და დაპირებები სრულდება. თუ ჩვენი მეზობლების გადაწყვეტილებები არ იქნება მეზობლური, უკრაინა ცივილიზებული ფორმით უპასუხებს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა. ემბარგოს ვადა გუშინ ამოიწურა. უკრაინა კი დათანხმდა 30 დღის განმავლობაში მიიღოს სამართლებრივი ზომები, რომ ბაზარზე მარცვლეულის უკონტროლო გაშვება აიცილოს თავიდან.

ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას გააგრძელებენ. მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა სახელდება.


close დახურვა