logo
ENG



ზელენსკი: ჩვენს მეომრებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ

27 ნოე 202311:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ.

"ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში უკიდურესად ცუდი ამინდია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. ამ რთულ პირობებში ჩვენ ყველა განსაკუთრებით მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას, ვინც ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე.

ინტენსიური საომარი მოქმედებები არ წყდება დონეცკის მიმართულებებზე და კუპიანსკის მიმართულებაზე ხარკივის ოლქში. ჩვენს მეომრებს ასევე უკავიათ პოზიციები ქვეყნის სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს, ვინც იგერიებს მტრის შეტევებს ახლაც, ასეთ პირობებში", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა