logo
ENG



ზელენსკი: ჩინეთი დიდ როლს ასრულებს მსოფლიოს მასშტაბით, გვინდა, მშვიდობის სამიტში ჩაერთოს

16 იან 202410:37
3 წუთის საკითხავი
 

შვეიცარიაში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ უკრაინისა და შვეცარიის პრეზიდენტებმა ბერნში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მშვიდობის სამიტზე მონაწილეობას ყველა ცივილიზებული ქვეყანა შეძლებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მშვიდობის სამიტის მუშაობაში ჩინეთიც ჩაერთვება.

"ჩვენ ღია ვართ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ.

რაც შეეხება ჩინეთის როლს, ისინი დიდ როლს ასრულებენ მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩინეთი ჩაერთოს მშვიდობის ფორმულაში და ჩაერთოს სამიტში, მაგრამ თქვენ იცით, რომ ყველაფერი ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. იმედი ვიქონიოთ, რომ სამშვიდობო სამიტში ყველა ცივილიზებული ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა მან.

ზელენსკი შვეიცარიაში გუშინ ჩავიდა. ბერნში, ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ის დავოსში ჩავა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


close დახურვა