logo
ENG



ზელენსკი: ჩინოსნები საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ

24 იან 202301:45
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ჩინოსნები საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მაღალჩინოსნები შვებულების საზღვარგარეთ გატარებას ვეღარ შეძლებენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მან უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო.

"არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოხელეს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოზე და სახელმწიფოში. თუ ახლა სურთ დასვენება - დაისვენებენ საჯარო სამსახურის საზღვრებს გარეთ. ჩინოსნები საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.


close დახურვა