logo
ENG



ზელენსკი: ხარკივის დეოკუპაციამ აჩვენა, რომ რუსული არმია არ არის ყველაზე ძლიერი

21 სექ 202200:59
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ხარკივის დეოკუპაციამ აჩვენა, რომ რუსული არმია არ არის ყველაზე ძლიერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ტემპი. ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ ლიდერ ბილ კლინტონთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით,  როდესაც უკრაინელი სამხედროები იღებენ საჭირო იარაღს, ისინი დაუყოვნებლივ აჩვენებენ შედეგს, ამის ნათელი მაგალითი კი ხარკივის გათავისუფლებაა.

"უნდა დაჩქარდეს ჩვენი არმიის მხარდაჭერის ტემპი. როგორც კი მივიღეთ ის, რაც ნამდვილად დაგვეხმარებოდა, მაშინვე ვაჩვენეთ შედეგი - ხარკივის რეგიონის დეოკუპაცია. ეს არის ზუსტად ის მაგალითი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის არმია არ არის ყველაზე ძლიერი, თუ მის საპირისპიროდ დგას შესაბამისი სახელმწიფო, რომელიც მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს და არ ეშინია ამის. ჩვენ ამ ყველაფერს პრაქტიკით ვაჩვენებთ", - ამბობს ზელენსკი.

***

ბოლო ცნობებით, 6 სექტემბრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ტერიტორიის 8 500 კვადრატული კილომეტრი, 388 დასახლებული პუნქტი და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს.

15 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტროლის დამყარებას ხარკივის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დონეცკის რეგიონული სამხედრო ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხარკივისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა


close დახურვა