logo
ENG



ზელენსკი: ხარკივში ოკუპანტებმა სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

06 აგვ 202301:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/06/07a266svmrx09yi.png

ხარკივის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულებიც.

"რუსეთმა გამოიყენა ბომბი უკრაინაში, სისხლის გადასხმის ცენტრზე - ამ საღამოს, კუპიანსკში, ხარკივის ოლქი. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს! ჩვენი მეხანძრეები ახლა გაჩენილ ხანძარს აქრობენ. მხოლოდ ეს ერთი სამხედრო დანაშაული მეტყველებს რუსულ აგრესიაზე. ცხოველები, რომლებიც ანადგურებენ ყველაფერს ცოცხალს. ტერორისტების დამარცხება - ყველა იმ ადამიანის ღირსების საკითხია, ვინც სიცოცხლეს აფასებს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.


close დახურვა