logo
ENG



ზელენსკი EU-ს ლიდერებს: შევასრულეთ 7-ვე რეკომენდაცია, დაიწყეთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე

27 ოქტ 202300:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/3zfm5xmd0rnfrfo.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესს. 

მისი განცხადებით, ქვეყანამ ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაცია შეასრულა და საპასუხოდ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ერთიანობას ელის. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება მთელი ევროპის მომავალსაც განსაზღვრავს. 

"ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, და მომავალში – საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ყველა თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ აუცილებლად გაიმარჯვეთ", - განაცხადა მან.

 

 

close დახურვა