უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს.
მისი თქმით, ამისთვის შესაძლოა ახალი, სპეციალური პოცედურები შემუშავდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ვონ დერ ლეიენს ელაპარაკა - მათ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ დაიმსახურა, იყოს ევროკავშირის გვერდით და ითვლებოდეს მათ თანასწორად.
"ჩვენ დიდხანს გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება. ამის გამო ვერ ვამჩნევდით, რისი უნარი გვაქვს რეალურად. მაგრამ ახლა ჩვენი უნარები მთლიანად გამოვავლინეთ.
ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია". - განაცხადა მან.
უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმაც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის ამბავი სწორედ EU-შია.