logo
ENG



ზელენსკი აშშ-ს უკრაინისთვის რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს

29 ოქტ 202219:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/n362a55sbkz2cls.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

"ისინი [რუსები] აიძულებენ, პირველ რიგში, ჩვენს ხალხს არ დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახები დაბრუნდნენ, ბავშვები დაბრუნდნენ, ბავშვები სკოლაში, უნივერსიტეტში დადიან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება მათი დაცვა. და ეს არის საჰაერო თავდაცვა, რომელიც არის პრიორიტეტი," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის ლიდერი, რომელიც ადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინის დახმარების გაწევის ტენდენციებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ომის პირველივე დღეებიდან ითხოვდა უკრაინის თავზე ცის დახურვას.

"საჰაერო თავდაცვა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ავიაცია. ეს არის ის, რაც გვაკლია. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ჩვენი ცა," - განაცხადა ზელენსკიმ.

ომის დაწყებიდან, აშშ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს. 21 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უკრაინის დასახმარებლად 25 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. 15 ოქტომბერს კი თეთრმა სახლმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, 725 მილიონი დოლარის ოდენობით.


close დახურვა