logo
ENG



ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება

28 ივლ 202610:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/28/rzq8gjot3lni7bi.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ადმინისტრაციის წევრებსა და იმ პირებს შეხვდება, რომლებიც უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაში მონაწილეობენ.

ზელენსკის თქმით, შეხვედრების მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

„პრიორიტეტი ნომერი პირველი ანტიბალისტიკური თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. მშვიდობა უფრო უნდა მოახლოვდეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სახელით ვაშინგტონში პატივს მიაგებს გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, ხსოვნას.

„მთელი უკრაინის სახელით პატივს მივაგებთ ლინდსი გრემის ხსოვნას და ცერემონიაზე გავიხსენებთ მის ძალისხმევას ევროატლანტიკურ რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში უსაფრთხოებისა და თავისუფლების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა