"პრავდამ" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა.
პრეზიდენტის ვიზიტი ბახმუტში არ იყო დაანონსებული.
"ვლადიმერ ზელენსკიმ ბახმუტში ფრონტის ხაზები მოინახულა, მებრძოლები დააჯილდოვა. პრეზიდენტი ბახმუტიდან უკვე წავიდა." - დაადასტურა პრეზიდენტის სპიკერმა ნიკიფოროვმა.
ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება.