BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაჰყავდა, ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე სტენსტედის აეროპორტში დაეშვა.
Welcome to the UK, President @ZelenskyyUa.
#SlavaUkraini pic.twitter.com/rMoBTC3ken
საინფორმაციო სააგენტო PA Media სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ბუკინგემის სასახლეში ზელენსკის შეხვდება.
The Telegraph-ის ცნობით, ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება და ასევე ინახულებს უკრაინელ სამხედროებს, ვინც ბრიტანეთში წვრთნებს გადიან.
Telegraph-ის ინფორმაციით, ასევე დღეს პრემიერი სუნაკი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასა და უკრაინული ძალებისთვის წვრთნების გაფართოებულ პროგრამას გამოაცხადებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკი პირველად სტუმრობს დიდ ბრიტანეთს. ეს მისი მეორე მოგზაურობა იქნება უკრაინის ფარგლებს გარეთ.