უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორ რაფაელ მარიანო გროსისა და მის ექსპერტთა ჯგუფს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის წინ შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ უკრაინას სურს, IAEA-მ "ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული კატასტროფის საფრთხე".
რუს სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა. პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.