უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის ჩვენებისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, გერმანია თავისი ინტერესების დაბალანსებას უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობას შორის არ უნდა ცდილობდეს.
"კანცლერ შოლცისგან დარწმუნება გვჭირდება, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს. მან და გერმანიის მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ: არ შეიძლება უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნება და ამავე დროს კავშირები რუსეთთან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერმა თვის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინას არავინ არ აწვდის იმ მოცულობის სამხედრო დახმარებას, როგორც გერმანია.
შოლცმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა გერმანიისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მიიღებს. ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება.