logo
ENG



ზელენსკი და ოთხი ქვეყნის ლიდერი დეოკუპაციის წლისთავზე ბუჩაში ჩავიდნენ

31 მარ 202316:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/vkqcd2kk9ijdqy4.png

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ოთხი ქვეყნის ლიდერი დეოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით ბუჩაში ჩავიდნენ. უკრაინაში იმყოფებიან მოდლოვის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, ხორვატიისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები.

"დღეს მოლდოვის მოსახლეობა და მე საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიხსენებთ ტერორს, რომელიც ერთი წლის წინ ბუჩას მშვიდობიანმა მოსახლეობამ გაიარა. პატივს მივაგებთ უდანაშაულოების ხსოვნას და ვგლოვობთ მათ", - წერს სანდუ ტვიტერზე.

როგორც მედია წერს, სამიტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა, ხოლო ლიდერების ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

ლიდერები ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები იპოვეს.


close დახურვა