logo
ENG



ზელენსკი და ფაშინიანი გრანადაში სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ

05 ოქტ 202317:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/pkuubfsd4eukbgk.png

უკრაინისა და სომხეთის პრეზიდენტები გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტზე ერთმანეთს ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანთან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილა.

"უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე, განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები", - წერს ზელენსკი.


close დახურვა