logo
ENG



ზელენსკი დაბომბვაზე: რაც მეტია ასეთი დარტყმები, მით უფრო შორსაა რუსეთი ცივილიზაციისგან

04 მაი 202201:32
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი დაბომბვაზე: რაც მეტია ასეთი დარტყმები, მით უფრო შორსაა რუსეთი ცივილიზაციისგან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებით რუსეთი თავის უძლურებას ავლენს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"ლვივი, ვინიცი, კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები, ოდესა, ხარკოვის ოლქი. ასეთი მასშტაბური დაბომბვა არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს რაიმე სახის სამხედრო მიზანი. დაარტყა ამიერკარპათიას, რა შეიძლება მისცეს ამან რუსეთს? ისინი ცდილობენ, გამოავლინონ თავიანთი უძლურება, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება. რაც უფრო მეტია ასეთი დარტყმები, მით უფრო შორსაა რუსეთი ცივილიზაციისგან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. 

აფეთქებები იყო ლვივში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. 

ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით. 


close დახურვა