logo
ENG



ზელენსკი დასავლეთს ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემით მომარაგებისკენ მოუწოდებს

06 ივლ 202212:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/06/qcgkjfuebiyfxxb.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემით მომარაგებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს. ჩვენ არც ერთი დღით არ შევამცირებთ ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას, რათა უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობით თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მივიღოთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მათი სახელმწიფოს ამოცანაა უკრაინელებისთვის სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვა უზრუნველყოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ ამოცანის შესრულება არამხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

"ამ ამოცანის შესრულება არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, არამედ ჩვენი პარტნიორების მიერ ჩვენი ფუნდამენტური საჭიროებების გაგებაზეც," - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა