logo
ENG



ზელენსკი დონბასელებს: შეხედეთ რაც გააკეთა რუსეთმა, გამოდით, დაიცავით თავი და უკრაინა

06 მარ 202200:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/ph9c377m9z97bjk.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და მათ ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დონბასში მცხოვრებმა ხალხმა რუსულ პროპაგანდას არ უნდა დაუჯეროს, რომელიც მათ გადამტერებას ცდილობს. 

მისივე თქმით, რუსული ტერეარხები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ დონბასში მცხოვრებ უკრაინელები დაარწმუნონ იმაში, რომ "უკრაინა მტერია". 

"დონბასი არავის დაუჩოქებია მუხლებზე და ვერც ვერავინ დააჩოქებს. ეს სიტყვები დონეცკსა და ლუგანსკში იცის ყველამ. ამ სიტყვებს ადრე ხშირად იმეორებდნენ. ახლა რა ხდება? დონბასელებო... მივმართავ ყველა ადამიანს ვინც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ყველას ვისაც დღეს ჩვენი ესმის, ვისაც ჯერ არ წაუშალეს მეხსიერება პროპაგანდით, ვისაც არ დაახუჭინეს თვალები შიშით, ვისაც არ დაუმახინჯეს სული ცინიზმით: - იბრძოლეთ! იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ უკრაინისთვის! იბრძოლეთ ხერსონთან, ბერდიანსკთან, კიევთან და ყველა სხვა დანარჩენ უკრაინულ ქალაქთან ერთად, რომლებიც აფასებენ სიცოცხლეს და არ ეშინიათ ყველაფრის. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა დაიჯერეთ პროპაგანდა, რომ თითქოს უკრაინა თქვენ ვერ გიტანთ, თითქოს თავს დაგესხმევათ, თითქოს გაგანადგურებთ - მატყუარები რუსულ ტელეარხებზე ამაზე ყოველდღე საუბრობენ. მათი საქმე არის თქვენი მოტყუება.

უბრალოდ შეადარეთ დონეცკი 8 წლის ომის შემდეგ და ხარკოვი ომის 8 დღის შემდეგ. თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვანადგურებთ ქალაქებს, შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, 500 კილოგრამიან ბომბებს, რომლებსაც ესროდნენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, დასახლებულ პუნქტებს, ტაძრებს, შეხედეთ ყველაფერს რაც რუსეთმა გააკეთა, მოკლულ ბავშვევს, შეხედეთ ყველაფერს - ეს ყველაფერი თქვენს თვალწინ გააკეთა რუსეთმა. ამიტომ დაიცავით თავი, სხვა შემთხვევაში წაგართმევთ სიცოცხლესაც და თქვენს სახლებსაც. უკრაინა თავისიანებს არ ესვრის. ჩვენ არ ვაფეთქებთ საცხოვრებელ სახლებს. ყველა დონბასელი იყო და იქნება უკრაინელი, იქნება ჩვენი მოქალაქე. დიდება უკრაინას!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა