logo
ENG



ზელენსკი დონეცკში ჩავიდა - პრეზიდენტმა საველე ჰოსპიტლები მოინახულა

12 აპრ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

​კორონავირუსის პანდემიის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის რეგიონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე სამხედროების პოზიციები და საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

ამ დროისთვის უკრაინაში ვირუსი 2 ათას 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რიცხვი კი 83-მდე გაიზარდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ინფიცირებულთა შორის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის მონაწილე სამხედროებიც არიან. 


close დახურვა