უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ფოსფორის ბომბებს იყენებს და მოსკოვს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.
"რუსეთის არმია იყენებს ყველა სახის არტილერიას, ყველა ტიპის რაკეტას, საჰაერო ბომბებს, განსაკუთრებით ფოსფორის ბომბებს საცხოვრებელი უბნებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს არის აშკარა ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ესტონელ დეპუტატებს ასევე უთხრა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას და ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტების დღევანდელი ვიზიტი კიევში უკრაინისადმი სოლიდარობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.